რეპროდუქციული ჯანმრთელობის ზოგიერთი აქტუალური საკითხების შესახებ

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ზოგიერთი აქტუალური საკითხების შესახებ

(ინფორმაცია ქალებისათვის და ახალგაზრდა დედებისათვის)

•Reproductive Health - საიტზე განხილულია•

•ორსულობა •ჩასახვა •კონტრაცეფცია •მენსტრუაცია •მასტურბაცია •კეგელის ვარჯიშები •ორგაზმი და ანორგაზმია •ძუძუთი კვება და •სხვა საკითხები... ინფორმაციის ერთიანი წყარო, თქვენთვის - ქართულ ენაზე!

ყურადღება! ა.წ. ნოემბრიდან Geocities სერვერი იხურება. ეს საიტი გადავა: reprodjan.110mb.com  და  reprodjan.bravehost.com შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და

კითხვა-პასუხები ONLINE რეჟიმში - © ნინო მაისურაძე

ეს ვებგვერდი ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავს გააშუქოს ის აქტუალური საკითხები რეპროდუქციული ჯანმრთელობის ციკლიდან რომლებსაც სასურველია ყოველი ქალი და დედა იცნობდეს და ითვალისწინებდეს საკუთარ გამოცდილებაში. ამ ციკლში განხილული იქნება მრავალი საინტერესო თემატიკა ამ კუთხით და ვებგვერდის განახლებაც მუდმივად მოხდება ინფორმაციის მომზადებისდა მიხედვით, რომელიც მზადდება ავტორიტეტულ დასავლურ სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი შენიშვნები, სურვილები და მოსაზრებები როგორც ზოგადად თემატიკის შერჩევასთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული შეკითხვების მიხედვით ამ გვერდის შუაში არსებულ შეკითხვის დასმის განყოფილებაში, რომელშიც თემატური საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ან გამოგვეხმაურეთ ელექტრონული ფოსტით. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით!


 

რა უნდა ვიცოდეთ მენსტრუაციის შესახებ

 

მენსტრუაცია არის რეგულარული პროცესის ნაწილი რომელიც ქალს ამზადებს თვიდან თვემდე ორსულობისათვის...

რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, როგორც წესი, სათანადო ყურადღება არ ექცევა ჯანდაცვის ზოგადსაგანმანათლებლო საკითხების შესწავლისას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ქალების ერთ მეხუთედს ზოგადი წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმაზე თუ რა პროცესები ხდებოდა მათ სხეულში როდესაც მათი პერიოდები იწყებოდა; გამოკითხულთა ერთ მესამედს ეგონა რომ ოვულაცია მენსტრუაციის დროს ხდებოდა; ნაყოფიერი დღეების რაოდენობაც გადაფასებული იყო: 21 პროცენტს ეგონა, რომ მენსტრუაციულ ციკლში 21-ზე მეტი ნაყოფიერი დღე იყო. მენსტრუაციის დაწყება მოასწავებს იმას, რომ გოგონას შეუძლია დაორსულდეს და შვილი იყოლიოს. მისი ციკლი მოიცავს სხვადასხვა ფაზებს და კონტროლირდება ჰიპოთალამუსის მიერ სეკრეცირებული ჰორმონების ურთიერთქმედების გზით... ბევრი გოგონა განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს პერიოდის დაწყებამდე. დაახლოებით ნახევარს აქვს დისმენორეა, ანუ მტკივნეული მენსტრუაცია... დისკომფორტის დამახასიათებელი სხვა ნიშნებია მკერდის სიმკვრივის შესუსტება, კერტების სიმშრალე, რეპროდუქციული სისტემის კუნთების სეკრეცია და ზოგჯერ, სპაზმები, ხანდახან თავისტკივილები. განსაკუთრებით მძიმე ფორმებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს დეპრესიას, სიბრაზეს, ნევროზულ გამოვლინებებს... პერიოდის დროს უმჯობესია თავი აარიდოთ ისეთ საკვების რაციონს როგორიცაა დიდი ოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტები და ტკბილეული, ყავა, ალკოჰოლი, სიგარეტი, კონსერვანტები და ხელოვნური დანამატები, ხორცი, შოკოლადი, რძე და რძის პროდუქტები. მენსტრუაციის-წინა (ლუთეულ) სტადიაში უმჯობესია მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული...>>>>>

 

ორსულობის პერიოდის, ნაყოფის ჩასახვის და განვითარების თავისებურებები ქალის ორგანიზმში

 

ქალისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს განსაზღვროს თუ როდის არის ნაყოფიერი...

ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ საკმაოდ რთულია ქალის ცხოვრებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ქალის მხრიდან. ეს პირველ რიგში ეხება საკვები რაციონის სწორად შედგენას და ორგანიზმისთვის წყლის დიდი ოდენობით მიწოდებას... ოვულაცია აუცილებელია ორსულობისთვის. აქედან გამომდინარე, ქალს მხოლოდ შეზღუდული დროის შესაძლებლობები აქვს დაფეხმძიმებისთვის. ეს არა მხოლოდ იმიტომ რომ ე.წ. ნაყოფიერი დღეების რაოდენობა შეზღუდულია, არამედ იმიტომ რომ ქალი შეიძლება არ ოვულირებდეს ყოველი მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში... თუ ასაკსა და რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობას გამოვრიცხავთ, ზოგჯერ ახლად დაქორწინებულ ჯანმრთელ ახალგაზრდა ცოლქმარსაც ერთი წელი და მეტი შეიძლება დასჭირდეთ ჩასახვისათვის... ამიტომ ქალისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს განსაზღვროს თუ როდის ოვულირებს და შესაბამისად როდისაა ნაყოფიერი. ამის განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი საკმაოდ მარტივია... როგორც წესი ჩასახვის მანიშნებელი სიმპტომები (გაცდენილი პერიოდი, დაბალი სიმკვრივის მკერდი და მშრალი კერტები, თავბრუსხვევები, ხშირი შარდვა) ჩვეულებრივ იწყება ჩასახვის დღიდან არაუადრეს ორი კვირისა. ასევე ბუნებრივია როდესაც სხეულის ტემპერატურა ოდნავ ზევით იწევს ორსულობის დროს, რამეთუ ქალის სხეულში მეორე ცოცხალი არსება სუნთქავს, რომელიც თვითონვე არის სითბოსა და ენერგიის წყარო. პერიოდულად უნებლიე ლაქტაციამაც შეიძლება იჩინოს თავი, მათ შორის ორსულობის ადრეულ ეტაპებზეც რაც ნორმალურია. ფეხმძიმობის პერიოდში საცვლებზე სისხლის მომცრო ლაქების შემჩნევაც შესაძლებელია, რაც განსაკუთრებით ხშირია სექსის ან მასტურბაციის შემდგომ, თუმცაღა საგანგაშო არაფერია თუკი სისხლდენა მხოლოდ რამოდენიმე წვეთია და მომენტალური ხასიათი აქვს. ორგაზმის განცდის შემდგომ საშოს სპაზმებიც საკმაოდ ხშირია და უფრო მტკივნეულია ზოგიერთი ქალისათვის ვიდრე სხვებისათვის და მიუთითებს ქალის სხეულის ამაღლებულ მგრძნობიარობასა და ნორმალურ განვითარებაზე... >>>>>

 

ქორწინება და სექსი I: ქალის მხრივ ცოლ-ქმრულ წყვილში ჰარმონიის შენარჩუნების ზოგიერთი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტების შესახებ

 

სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ხშირად ცოლ-ქმარს შორის სექსუალური შეუთავსებლობისა და შედეგად ღალატისა და განქორწინების საფუძველიც კი ხდება...

ქალები რომლებიც თავად ვერ კმაყოფილდებიან ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ თუ რაში მდგომარეობს სექსუალური ლტოლვის არსი მამაკაცის მხრიდან. ისინი ან გულგრილნი ხდებიან პარტნიორის მიმართ, სექსუალური ურთიერთობის პერიოდულობის შემცირების ინიციატორებადაც გამოდიან და საბოლოო ჯამში უარს ეუბნებიან საყვარელ ადამიანს ამგვარი ცალმხრივი სექსის ქონაზე... ამგვარი კონფლიქტი რომელიც სექსუალურ ნიადაგზე აღმოცენდება, გავლენას ახდენს წყვილის ცხოვრების საერთო ყოველდღიურ, არასექსუალურ, ასპექტებზეც, რამდენადაც სექსუალური დისჰარმონიის ნეგატიური მუხტი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია. გარდა ამისა, ქალისათვის ორგაზმის განცდა სქესობრივი აქტის დროს გარკვეული ფიზიოლოგიური დატვირთვის მატარებელიცაა ჩასახვის თვალსაზრისით... სქესობრივი კავშირისას ქალისთვის ორგაზმის განცდა მოითხოვს ქალისაგან, ცხოვრების მანძილზე გარკვეული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური გამოცდილების დაგროვებას. სწორედ ამიტომ ქალის მომზადებისას ეს ორი ელემენტი გამოიყოფა. თუმცაღა ეს არამც და არამც არ გულისხმობს ადრეული ასაკიდან სექსის დაწყებას. პირიქით, ქალი უმჯობესია მთლიანად ორიენტირებული იყოს ოჯახურ, ქორწინებაზე დაფუძნებულ სექსზე. მაშინ როგორ შეიძლება დააგროვოს ქალმა ეს გამოცდილება?... ქალები სქესობრივი მომწიფების ადრეული ასაკიდან უნდა კარგად ჩაუკვირდნენ საკუთარი მომწიფების სტადიებს და დამოუკიდებლად კარგად შეისწავლონ საკუთარი სხეული, მისი ანატომია და სექსუალობა. ამ მხრივ, მასტურბაცია არის ერთ-ერთი საშუალება სექსუალური სიამოვნების მისაღებად და სექსუალური განმუხტვისათვის, ყოველგვარი გარეშე ფაქტორების გარეშე თვით დაკმაყოფილებისკენ ლტოლვა საკუთარი ხელით სტიმულირების გზით, რაც მთლიანად ხსნის იმ რისკებს რომლებიც უკავშირდება ქორწინება გარეშე ადრეული სქესობრივი ცხოვრების დაწყებას (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა და სხვ.)...>>>>>

 

მშობიარობის შემდგომი პერიოდი I: რა უნდა ვიცოდეთ ჩვილის დედის რძით კვების შესახებ

 

დედის რძით ნაკვები ბავშვები ნაკლებად ალერგიულები ხდებიან და დედის რძე უფრო ჯანმრთელი საკვებია; ძუძუთი კვება დედის ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა...

დედის რძის მკერდში ჩადგომა ხანგრძლივი პროცესია რომელიც ბავშვის ჩასახვის პერიოდიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხორციელდება. კვების პროცესი ხშირად კერტების სიმშრალესთან ასოცირდება. მშრალი ან დახეთქილი კერტები საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად არის მიზეზი იმისა თუ რატომ ამბობენ უარს ახალგაზრდა დედები ჩვილის ძუძუთი კვებაზე პირველივე 6 კვირის განმავლობაში. მგრძნობიარე კანის ქალები ყველაზე მეტად რეაგირებენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის თუ როგორ კვებავს დედა ბავშს, რამეთუ ბავშვის არასწორი დაჭერაა კერტების დაზიანების უპირველესი გამომწვევი. ამის გამოსწორებას კი მხოლოდ ცოდნა და პრაქტიკა სჭირდება... ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ თითოეულ კვებაზე ბავშვმა უნდა ჭამოს მხოლოდ ერთ მხარეს რათა შეძლოს გამოსწოვოს ე.წ. მსუყე რძე მკერდის სიღრმიდან, რომელიც მდიდარია ცხიმებით. სხვები თვლიან, რომ უმჯობესია რიგრიგობით, მონაცვლეობით იკვებოს ბავშვი ორივე მხრიდან. თუმცაღა კვლევები აჩვენებენ, ამ ორი მეთოდიდან რომელიმეს არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება... უმეტესობა ახალშობილებს უნდებათ მოსწოვონ დღის განმავლობაში ყოველ 3 საათში ერთხელ მაინც. მცირე წონიანი ბავშვები როგორც წესი ითხოვენ უფრო ხშირად ვიდრე მძიმე წონიანები.... კვების შემდეგ ქალმა უნდა შეიმშრალოს კერტები და მსუბუქათ დაიზილოს საკუთარი რძით ან მოდიფიცირებული ლანოლინის ხსნარით. თქვენსავე რძეს ის უპირატესობა აქვს, რომ მას შეხორცებისათვის შესანიშნავი თვისებები გააჩნია და ანტი-ბაქტერიულიცაა... ზოგიერთი მეანექალები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ბავშვს თითოეულ ჯერზე აჭამოთ მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, სულ რამოდენიმე წუთით; სხვები გირჩევენ რომ ბავშვი გაიჩეროთ რაც შეიძლება დიდხანს. თანამედროვე კვლევების შედეგები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებენ... დედის რძით ნაკვები ბავშვები როგორც წესი უფრო ნაკლებად ალერგიულები ხდებიან და ზოგადად დედის რძე უფრო ჯანმრთელი საკვებია. ძუძუთი კვება დედის ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა. ეს ხშირად ფიზიოლოგიურად სასიამოვნოცაა, რამეთუ რძის გამოყოფა მოდუნებასა და სასიამოვნო შეგრძნებას იწვეს დედის სხეულში. გარდა ამისა, კვების დროს დედა შვილთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობს და კვების პროცესი ასევე ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედისთვის ზედმეტი წონის დაგდებას... >>>>>

 

 

შემდეგი

 

 

შეკითხვის დასმა

 

სახელი და ასაკი:

საკონტაქტო მუშა email-ი (სავალდებულოა):

Yahoo Messenger ან MSN:

როგორ შეიტყვეთ ამ საიტის შესახებ?
საძიებო სისტემით (google, yahoo, yandex ა.შ.)
მეგობარმა მითხრა (პირადად, odnoklassniki, myspace, hi5 ა.შ.)
ინტერნეტ ფორუმით ან სხვა გზით

დასვით შეკითხვა:


 

PASUXEBI pasuxebi1 pasuxebi2 pasuxebi3 pasuxebi4 pasuxebi5 Tvitdakmakofileba

 

 

 

email: ninakom84@yahoo.com

 

ხშირად დასმული ტიპიური შეკითხვები

შეიძლება დაფეხმძიმება ერთხელ სექსისგან?

- კი.

შეიძლება დავფეხმძიმდე მასტურბაციისაგან?

- არა.

მქონდა სექსი მაგრამ ღრმად არ შესულა, სისხლი არ წამომსვლია. მაინტერესებს ისევ ვარ ქალიშვილი?

- არა. ქალიშვილობა არ არის ტექნიკური რამ, ანუ მხოლოდ აპკი არ განსაზღვრავს მას. სქესობრივი კონტაქტი თუ გქონდა აღარ ხარ ქალიშვილი, მიუხედავად იმისა აპკი დაგერღვა თუ არა.

ჩემი შეყვარებული მთხოვს სექსს, არ ვიცი დავთანხმდე თუ არა..?

- არა!

ამ ბოლო დროს ხშირად ვარ აღგზნებული, მეც მინდა სექსი შეყვარებულთან, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია. რას მირჩევდი?

- გათხოვებამდე მოითმინე, არ გირჩევდი!

ვარ ქალიშვილი, როდესაც აღვეგზნები ვმასტურბირებ ხოლმე, ზოგჯერ საკმაოდ ხშირად და მაინტერესებს რაიმე ზიანს ხომ არ ვაყენებ ჩემს თავს?

- არა. ნამდვილად არანაირ ზიანს არ აყენებ. პირიქით.

ასე მგონია ორგაზმს ვაღწევ მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, როგორი შეგრძნებაა ორგაზმის განცდა?

- ორგაზმი განმარტებულია როგორც უმაღლესი ნეტარების განცდა სქესობრივი აქტის (ან მასტურბაციის) დროს. ორგაზმის დროს ადამიანს სხეულში დაუვლის სიამოვნების მომგვრელი ჟრუანტელის მსგავსი შეგრძნება (ხშირად ორგაზმს დაცემინების შეგრძნებასაც ადარებენ) რომელიც მეტწილად კონცენტრირებულია ბოქვენის მიდამოში, ქვედა მუცელში და თეძოებში, თუმცა შესაძლებელია მთელს სხეულში შეგრძნება. ორგაზმის სქესობრივი აქტის დროს ვერ განცდას (კოიტალური) ანორგაზმია ეწოდება, ხოლო საერთოდ ვერ განცდა არის ფრიგიდულობა.

როგორია ბიბლიის დამოკიდებულება სექსისადმი და მასტურბაციისადმი?

- ბიბლიურად ქორწინებამდელი სექსი ითვლება ცოდვად. უკვე დაქორწინებული ადამიანის სექსი სხვა ადამიანთან გარდა მეუღლისა (მრუშობა) ითვლება უდიდეს ცოდვად. ბიბლია ცალსახად არაფერს ამბობს დაუქორწინებელთა მასტურბაციაზე (ჩუკენობა) ან მოიხსენიებს მას ისეთივე კატეგორიის ცოდვებში, როგორიცაა მაგალითად გულძღომა (საჭმლის მოჭარბებული მიღება) და მსგავსი. უფრო მკაცრია დაქორწინებულთა მასტურბაციაზე როდესაც ის ასოცირდება ქვეცნობიერ ღალატთან.

როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისადმი?

- ტრადიციულად უარყოფითი. თუმცა გამომდინარე თანამედროვე რეალობიდან ზოგიერთი ტიპის კონტრაცეფციისადმი (კონდომი მათ შორის) შედარებით ტოლერანტულია.

 

რა უნდა ვიცოდეთ გინეკოლოგთან მისვლამდე

 

სპეციალური ქალიშვილის ვიბრატორის შესახებ

 

მკერდიდან რძის გამოსაწველი ტუმბოს ხმარების წესი

 

მასაჟი, მკერდის მასაჟის შესახებ

 

რა უნდა ვიცოდეთ ტამპონის გამოყენების შესახებ

 

რა უნდა ვიცოდეთ კონდომის (პრეზერვატივის) ხმარების შესახებ


რეპროდუქციული სერვისი - დიაგნოზის დასმა (მკერდის, ჩასახვის და სასქესო პრობლემატიკის, საქალწულე აპკის მდგომარეობის და სხვ.)

ულტრათანამედროვე სონოგრაფიული/ტრანსდუსერული მამოგრაფიული, დაქტოგრაფიული და სპექტრული ანალიზი საშუალებას იძლევა  მოხდეს რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა დისტანციურად ციფრული იმიჯების სკანირების საფუძველზე. ამ მომსახურების გამოყენებით თავიდან აიცილებთ ექიმთან პირადად მისვლას.


 

 

რაც შეეხება მასტურბაციას...

 

"მასტურბაცია ბუნების გზავნილია რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა შევძლოთ გამოვათავისუფლოთ დაგროვილი მწუხრი და ენერგია, რომ შევინარჩუნოთ საღი აზრი და წრფელი განწყობა, რაც უსაფრთხოების ღილაკის ქონის ტოლფასია -- რათა თავი დავაღწიოთ სიჭარბის მოზღვავებულ გამოვლინებებს" - მასტერსი და ჯონსონი

 

მასტურბაცია არის ერთ-ერთი საშუალება სექსუალური სიამოვნების მისაღებად და სექსუალური განმუხტვისათვის, იმ რისკების გარეშე რაც უკავშირდება ქორწინება გარეშე ადრეული სქესობრივი ცხოვრების დაწყებას (არასასურველი ორსულობა და სხვ.). მასტურბაცია ჯანმრთელი მოვლენაა როდესაც მას იზოლირებულ გარემოში, კერძოდ, სიმყუდროვეში, მაგ. საწოლ ოთახში, მიმართავ და ამასთან მას არ ახლავს სინდისის ქეჯნის შეგრძნება.

 

ზოგიერთი საზოგადოება თუ რელიგია უარყოფითად ეკიდება მასტურბირებას, მაგრამ ის სავსებით ნორმალურია. რამდენადაც ადამიანი მასტურბირებს უსაფრთხო, მყუდრო გარემოში, არავითარი ზიანი ხშირად მასტურბირებას არ მოაქვს. კვირაში ერთხელ, ორჯერ ან თუნდაც ათჯერ მასტურბირება ჯანმრთელი მოვლენაა, თუ მას მოაქვს სიამოვნება და ადამიანი განაგრძობს იქცეოდეს ნორმალურად, მიირთვას, სკოლაში თუ ინსტიტუტში იაროს, იმეგობროს და ა.შ. ხშირი მასტურბირება ხშირია ჰორმონალური ფაქტორების გამო.

 

ძველ დროში, ადამიანები ქორწინდებოდნენ და ოჯახებს ქმნიდნენ დაახლოებით იმავე დროსვე როდესაც მათი სხეულები სექსუალურად მომწიფებულები იყვნენ. თანამედროვე თაობებში, ხშირია ქორწინებისა და ოჯახის შექმნის გადადება, გარდა იმისა რომ თანამედროვე თაობებს უფრო ადრე უყალიბდებათ სხეულები. ამიტომ ახალ თაობებში მასტურბაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადრე რათა არ მოხდეს სექსუალური ლტოლვის სექსით მისი უდროო, ხელოვნური ჩანაცვლება.

 

მასტურბაციის უდიდესი სასარგებლო მომენტია ის რომ სიამოვნების მომგვრელია, სტრესის მომხსნელია და გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ საკუთარი სხეული. გოგონებისთვის დამატებითი სარგებელიც აქვს, მაგალითად ორგაზმი ეხმარება მენსტრუაციული ტკივილების შეკავებაში. მასტურბაცია ასევე აძლევს გოგონას საშუალებას მიიღოს სექსუალური სიამოვნება პარტნიორის ყოველგვარი ზეწოლის და ჩარევის გარეშე, რაც მთლიანად ხსნის რისკ ფაქტორებს. საბოლოოდ, მასტურბაცია ეხმარება გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს ჩამოუყალიბდეთ საკუთარი თავის რწმენა, რაც ეხმარება მათ სწორი არჩევანი გააკეთონ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას.

 

თინეიჯერი გოგონების ნახევარი მასტურბირებს პერიოდულად და დაახლოებით გოგონათა 80 პროცენტი რომლებმაც თვრამეტ წელს მიაღწიეს უცდიათ მასტურბირება. ზოგიერთი გოგონა არ მასტურბირებს, რაც ასევე ნორმალურია. მაგრამ რადგან მამაკაცებში ეს ბიოლოგიური აუცილებლობაა, რომ უზრუნველყოს სპერმის კვლავ წარმოქმნა (ზედმეტი სითხეების გამოდევნა) ამიტომ როგორც წესი მამაკაცები უფრო ხშირად მასტურბირებენ. მასტურბაცია აღნიშნულია ძუძუმწოვარ ცხოველთა ყველა ნაირსახეობაში, მაგრამ არ არსებობს ნაირსახეობა სადაც მდედრობითი სქესის მასტურბირებდნენ უფრო ხშირად ვიდრე მამრობითი. ასევე, არ არსებობს ცივილიზაციათა საზოგადოება დედამიწის ზურგზე სადაც ქალთა სქესი მასტურბირებს უფრო ხშირად ვიდრე მამაკაცთა.

 

"რაც შეეხება ქალის სასქესო ორგანოთა სტიმულირებას და მათ მოქმედებაში მოყვანას, ეს მართლაც კარგია ქალისათვის, მაგრამ ამის მიღწევა ხომ მასტურბაციითაც შეიძლება!" ასე, რომ თუ ჯერ არ გყავთ მეორე ნახევარი და ვნებები მოგეძალათ-მასტურბაციით დაკმაყოფილდით, და არ დაგავიწყდეთ, ხმა მიეცით ქვემოთ მოცემულ გამოკითხვაში!

 

 

ჩემი სხეული ჩემია! (არა!-ქორწინებამდელ სექსს)
გამოკითხვა: მასტურბირება
ვარ ქალიშვილი, ვმასტურბირებ პერიოდულად
გათხოვილი ვარ, შევწყვიტე მასტურბირება რაც გავთხოვდი
გათხოვილი ვარ, ხანდახან ვმასტურბირებ როდესაც სექსი არ გვაქვს
ვარ ქალიშვილი, ვმასტურბირებ ხანდახან როდესაც აღვეგზნები
მასტურბირების გარეშე ვერ წარმომიდგენია! (ხშირად ვმასტურბირებ)
არასოდეს მიცდია მასტურბირება თუმცა სურვილი მქონია
არასოდეს მიცდია მასტურბირება და არც სურვილი მქონია

 

პირველი ღამის შესახებ 

 

მასტურბაცია ნიშნავს საკუთარი სასქესო ორგანოების რითმულად განზრახ სტიმულირებას სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით (ორგაზმი). ინდივიდს შეუძლია მასტურბირება განსხვავებული გრძნობებისა და ფანტაზიების ფონზე, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი ასევე ქვეცნობიერი. ზომიერი მასტურბაცია აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა და სავსებით უსაფრთხო.

 

მასალების გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ ვებგვერდი www.oocities.com/reprodjan/ შენიშვნები საიტთან დაკავშირებით მოგვაწოდეთ ელ. ფოსტით. ვიდეო კლიპები პირდაპირ თუ არ გაიშვა, დააჭირეთ მაუსის *მარჯვენა* კლავიშს და აირჩიეთ save. www.oocities.com/reprodjan/ email:ninakom84@yahoo.com ©Nino Maisuradze

1