რვისთვის 15 იბრძვის

საკლუბო, ელიტარულ "ჰაინეკენის თასზე" გასამართი ბოლო, მეექვსე პულური რაუნდიღაა, მაგრამ პლეი-ოფში თამაში ჯერ ვერავის დაუბევებია და რვა საგზურზეც პრეტენზიას ერთბაშად 15 გუნდი აცხადებს.

ტიტულის მოცილეთა შორის ვეღარაა ინგლისის ჩემპიონი ლესთერი, ვისაც მსოფლიო თასის აქეთ არგენტინელი მარსელო ლოფრედა წურთნის, 12 ნომრად კი "ოლ ბლექი" არონ მეიჯერი უყენია. "თაიგერზმა" ედინბურგში პირველი ტაიმი 9:7 მოიგო, მაგრამ მერე წახდა მზარდ გუნდთან, ვისაც ინგლისის ყოფილი გურუ, ენდი რობინსონი მოძღვრავს.

2006 წლის ფინალისტი, ბასკეთის "ბიარიცი" ერთ ტაიმს გაუძალიანდა (13:13) ლონდონის "სარასენსს", მაგრამ ბოლო ათ წუთში დაწიხლვისთვის რომ გაუსინბინეს ზანგი მღლეტელი სერჟ ბეცენი, "ოლ ბლექმა" კრის ჯექმა პრემიის მომტანი ლელო შეიტანა.

12 მატჩიდან თერთმეტში მასპინძლებმა იმარჯვეს და მხოლოდ გლაზგომ მოიგო სამი ქულით ვიადანაში. მარცხების მიუხედავად, უცხოეთიდან შინ ძვირფასი თითო ქულა წაიყოლეს 2006 წლის ჩემპიონმა, სამხრეთი ირლანდიის "მანსთერმა" და "ჰაინეკენის" ერთადერთმა სამგზის (1996 2003 2005) მფლობელმა "ტულუზმა".

ფელიპე არეკნს დააჯერეს

პირველმა კლერმონ-ფერანში ტაიმი 6:20 წააგო, მაგრამ ფრანგთა უწესობით შვიდამდე წამოეწია მეტოქეს, "ვულკანთა" ოზმა პივოტმა, ბროკ ჯეიმზმა კი ბოლო შეტევაში არეკნი დაახაია. მეორემ დუბლინელთა 10-წუთა შტურმს გაუძლო, მეორე ტაიმში კი ჰავბეკად კივი ბაირონ კელეჰერის ნაცვლად ჟან-ბაპტისტ ელისალდი შეიყვანა, სხვაობა ოთხამდე შეამცირა და ირლანდიის საუკეთესო მორაგბე, პუმა ფელიპე კონტეპომი ბოლოსწინა წუთზე არეკნს დააჯერა.

ბრისთოლი პარიზში ბოლო მეოთხედში 11:14 აგებდა, დავიდ სკრელამ რომ დაგეზა ბებერი კრისტოფ დომინისი და ამას ჟიულიან არიაზი მიყვა. მაჩანჩალა ალსთერმა ენდრიუ თრიმბლის მიერ ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელოთი ძლია ბურგუენი და პირველი გამარჯვება ჩაიწერა, თასის ამჟამინდელმა მფლობელმა, ლონდონის "ვოსფსმა" კი დაანგრია დასავლეთი უელსის "ჰლანეჰლი", ვისაც ტრავმათა გამო 11 კაცი აკლდა.

დიდთოვლობის გამო პარმაში

"ლონდონ აირიშმა" დრეგონზთან პრემია 35-ე წუთზე დაიბევა. უელსის ჯილამ, "ოსფრიზმა" სვონზის თავსხმაში, 18 ათასი ქომაგის თვალწინ, დაიბრიყვა პრემიერშიპის ლიდერი "გლოსთერი", ვისაც სამი კაცი რომ გაუსინბინეს, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. პომები აიკლეს ზელანდიელებმა, გამოჩენილმა 9 ნომერმა ჯასთინ მარშალმა და საშოვარზე წასულმა მღლეტელმა მარტი ჰოლამ, 22 ქულა კი რვა გოლით მოკრიფა ჯეიმზ ჰუქმა.

კარდიფში მსაჯმა სამჯერ გასინჯა მოედანი, სანამ თამაშის გამართვას დაყაბულდებოდა. რუმინეთში ისეთი დიდთოვლობაა, რომ შპს "ევროპის თასმა" მატჩამდე ათი დღით ადრე სტუმრად გადაუტანა საშინაო თამაში "ბუქარესტს". ჰოდა, ქვეყნის შინაური, ულეგიონერებო ნაკრები მეორედაც ჩავიდა პარმაში, და თუ ნოემბერში ფრესღა (23:23) გამორჩა, ამჯერად ბოლო ათი წუთი კაც-ნაკლულმა გაძლო და "გრანთან" 21:20 გაიმარჯვა.
 

ჰაინეკენის თასი. მეხუთე რაუნდი

პირველი პული

ლონდონ აირიში ინგ 41 (6ლ: სორფი 3 ჰიქი გერაფთი ჰიუეტი; 4გ: ჰიუეტი 3 გერაფთი; ს: ჰიუეტი) -
გვენთ დრეგონზი (ნიუპორტი) უელ 24 (4ლ: ფასელი დეილი ვაიეთი სვინი; 2გ: სვინი  სბ  ემერიქი სიდოლი)

პერპინიანი სფრ 55 (8ლ: ბრიცი დიურანი გირადო 3 კაზიტერი პერესი ალვარეს-კაირელისი; 6გ: როზალანი 4 მონთგომერი 2; ს: როზალანი) -
ბენეტონ ტრევიზო იტა 13 (ლ: ფანსეილი; გ 2ს: ხუსენი)

კიბე: აირიში 19; პერპინიანი 18 - დრეგონზი 8; ტრევჃზო 5

მეორე პული

ალსთერი (ბელფასტი) ირლ 25 (3ლ: ბოუ მარშალი თრიმბლი; 2გ 2ს: ჰამფრიზი) -
ბურგუენ ჟაიო სფრ 24 (4ლ: კუ დენო ვინიო პეტრილი; 2გ: პარა)

ოსფრიზი (სვონზი ნისი) უელ 32 (2ლ: შ.ვილიამსი ჰიბარდი; 2გ 6ს: ჰუქი) -
გლოსთერი ინგ 15 (2ლ: ლოუსონი ლემი; გ: პატერსონი; ს: ლემი  სბ  ბაკსთონი ნერევეი აზამი)

კიბე: გლოსთერი 19; ოსფრიზი 17 - ბურგუენი 7; ალსთჃრი 5

მესამე პული

კარდიფ ბლუზი უელ 23 (2ლ: ჰიუიტი შენკლინი; 2გ 3ს: ბლერი) -
ჰარლიქვინზი (ლონდონი) ინგ 12 (2ლ: ლასქოუმი ბრაუნი; გ: მელოუნი  სბ  ბერი)

სტად ფრანსეზი (პარიზი) სფრ 19 (2ლ: კორლეტო არიაზი; 3ს: სკრელა  სბ  რონსერო) -
ბრისთოლი ინგ 11 (ლ: არსქოთი; 2ს: სთრეინჯი  სბ  ჰობსონი)

კიბე: კარდიფი 16; სტადი 13; ბრისთოლი 12 - ჰარლიქვინზი 2

მეოთხე პული

ვიადანა იტა 15 (2ლ: ერაზმუსი; გ: ჰოვარსი; ს: პილატი) -
გლაზგო ვორიორზი შტლ 18 (2ლ: ბრაუნი სტორტონი; გ 2ს: პარკსი)

სარასენსი (ლონდონი) ინგ 45 (5ლ: ვივიენი ჯექი 2 პენი საჯარიმო; 4გ 4ს: ჯეკსონი) -
ბიარიც პეი ბასკი სფრ 16 (ლ: კაბანი; გ 3ს: დიუპიუა  სბ  ბეცენი)

კიბე: სარასენსი 20; გლაზგო 15; ბიარიცი 13 - ვიადანა 3

მეხუთე პული

ლონდონ ვოსფსი ინგ 40 (6ლ: ვოთერსი ვიქერი დოჰერთი ვოლდუქი ჰოდლი საქი; 5გ: სიპრიანი) -
ჰლანეჰლი სქარლეთსი უელ 7 (ლ: მანუ; გ: ფრისთლენდი  სბ  დენიელი)

კლერმონ ოვერნი სფრ 26 (2ლ: მინიონი ლედესმა; 2გ 4ს: ჯეიმზი  სბ  ჟაკე მალზიო ოდებერი) -
მანსთერი (ლიმრიქი ქორქი) ირლ 19 (ლ: მაფი; გ 4ს: ოგარა)

კიბე: ვოსფსი 18; მანსთერი 15; კლერმონი 14 - ჰლანეჰლი 0

მეექვსე პული

ლენსთერ ლაიონზი (დუბლინი) ირლ 20 (2ლ: ფითსჯერალდი; 2გ ს ა: კონტეპომი) -
ტულუზი სფრ 13 (ლ: დონგი; გ 2ს: კურანი  სბ  ლონბოლეი)

ედინბურგი შტლ 17 (2ლ: გოდმენი ფორდი; 2გ ს: გოდმენი  სბ  გისინგი) -
ლესთერ თაიგერზი ინგ 12 (4ს: გუდი  სბ  შუთერი)

კიბე: ტულუზი 15; ლენსთერი 12 - ლესთერი 10; ედინბურგი 9

ბოლო პულური რაუნდი

პარ 18/01 (4) ბიარიცი - ვიადანა, გლაზგო - სარასენსი

შაბ 19/01 (1) დრეგონზი - პერპინიანი, ტრევიზო - აირიში; (5) მანსთერი - ვოსფსი, ჰლანეჰლი - კლერმონი; (6) ტულუზი - ედინბურგი, ლესთერი - ლენსთერი

კვი 20/01 (2) გლოსთერი - ალსთერი, ბურგუენი - ოსფრიზი; (3) ბრისთოლი - კარდიფი, ჰარლიქვინზი - სტადი

პლეი-ოფი

[პულთა გამარჯვებულები და ორი უკეთესი მეორე ადგილოსანი]

4-6/04 მეოთხედფინალი; 26-27/04 ნახევარფინალი; შაბ 24/05 ფინალი (კარდიფი, მილენიუმი)


ჩელენჯ ქაფი

(1) ოვერმაკ პარმა იტა - ბასი ინგ 13:31, ოში სფრ - ალბი სფრ 15:13

ბასი 23; ოში 14; ალბი 7; ოვერმაკი 6

(2) მონტობანი სფრ - ვუსთერ ვორიორზი ინგ 7:24, გრან პარმა იტა - ბუქარესტი რუმ 20:21

ვუსთერი 24; მონტობანი 11;
ბუქარესტი 10; პარმა 3

(3) ბრივი სფრ - ნიუკასლ ფოლკონზი ინგ 12:19, სეტრანსა ელ სალვადორი (ვალიადოლიდი) ესპ - ქონოთი (გოლვეი) ირლ 0:60

ნიუკასლი 19; ბრივი 16; ქონოთი 14; ვალიადოლიდი 0

(4) სეილ შარქსი ინგ - პეტრარკა პადოვა იტა 45:6, ბეიონი სფრ - მონპელიე სფრ 24:26

სეილი 25; მონპელიე 17; ბეიონი 8; პადოვა 1

(5) ლიდს ქარნეგი ინგ - დაკსი სფრ 25:18, კალვიზანო იტა - კასტრი სფრ 9:27

ლიდსი 19; კასტრი 17; კალვიზანო 9, დაკსი 3

:::