|
მგლები ძალუმად ყმუიან [25/12] საქართველოს ჰოკეის პირველობაზე, წლის ბოლო მატჩში, ლიდერმა "რუხმა მგლებმა" ბარაქიანად ძლიეს ბოლო ადგილზე მყოფი "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" და უახლოესი მდევარი, "ყინულის რაინდები" ხუთი ქულით ჩამოიტოვეს, შეჯიბრების მეოთხე მონაწილის, ბაკურიანის "მიმინოს" გამო კი სპორტის სასახლესთან გაბერილ კარავში გაიგონებთ, თამაშს აღარ აპირებს და ამიტომ მეორე წრეში სამი წაგება ჩაეთვლებაო.
ახალი წლის მოახლოებისა და
აცივების კვალად გუნდები ცოტათი გაიცხრილნენ, მაგრამ მათსავე წრეში მოვარჯიშე
მოზარდები აიმეტეს და კაცურ მარაქაში გარიეს ორ-ორი ბავშვი. ახალბედები
მესამე სამეულებში თამაშობდნენ, მაგრამ როგორც გამარჯვებულთა გოულმა, "კოსტა"
სანიკიძემ შენიშნა, მათ ცვლაზე თვალ-ყური ფხიზლად უნდა გეჭიროს, თორემ გოლი
არ აგცდება. მეკარეებმა ივარგეს
"სახალხო ბანკის"
თანამშრომელი მამუკა სიცხიანი (38 გრადუსი) თამაშობდა, მაგრამ თავიდანვე ორი
შორი დარტყმით გააბითურა პატრიკ ფრეიზერი, ვინც წინა დღით მოლხენის
მიუხედავად, მაინც ჩინებულ ფორმაში იყო. დარტყმებს მკერდი მიუშვირა
მეტოქეებს კაცი თითოჯერ
გაუძევა მსაჯმა, ფედერაციის პრეზიდენტმა დენის დავიდოვმა. ჯვაროსანთა
მეტობაზე შერგილაშვილმა ორ დარტყმას მკერდი მიუშვირა, ნადირაშვილმა კი შაიბა
ვერ აუწია წაქცეულ სანიკიძეს. ერთადერთი მარგი გამოსავალი
ბოლოს, ბაკურიანის გამოც. 45
წლის წინ სწორედ რომ მანდ დაირწა ქართული ჰოკეის აკვანი. დაბას ქვეყანაში
ერთადერთი ნაღდი (60 X 30) საციგურაო აქვს და კოლორიტული კლუბიცა ჰყავს.
იანვრის ბოლოდან მანდვე გეგმავს შეკრებას ოთხივე ქართული გუნდი, რათა ნაკრები
შექმნას, მაგრამ ვაგლახ, რომ სუბიექტურ მიზეზთა გამო, "მინინოს" მეორე წრეში
ვალად სამი თამაში დაუგროვდა. |
|||||||
|
24 დეკემბერი |
|||||||
| 2007 წელი | თ | მ | ომ | ოწ | წ | შაიბა | ქ |
| მგლები | 5 | 4 | 0 | 1 | 0 | 30:20 | 13 |
| რაინდები | 5 | 2 | 1 | 0 | 2 | 26:18 | 8 |
| მიმინო (ბაკურ) | 3 | 2 | 0 | 0 | 1 | 14:10 | 6 |
| ჯვაროსნები | 5 | 0 | 0 | 0 | 5 | 7:29 | 0 |
|
მ-წ: ძირითადში 3-0, ოვერტაიმში 2-1 |
|||||||
|
ქულა (გოლს პლუს პასი)
დენის დავიდოვი (რაინ)
15(9-6), პაატა კავკასიძე (რაინ) 12(5-7), მამუკა შერგილაშვილი (მგლ) 11(6-5) |
|||||||
|
[23/12] ამაღამ, ათ საათზე, სპორტის სასახლესთან გაბერილ კარავში, ყინულის მოედანზე, საქართველოს პირველობის მორიგი მატჩია: ლიდერი "რუხი მგლები" ხვდება უქულო "ცეცხლოვან ჯვაროსნებს", რის შემდეგაც ორი წრის გასასრულებლად ბაკურიანის "მიმინოს" მოუწევს თბილისის სამივე გუნდთან თითოჯერ თამაში.
XXI საუკუნეში ყინულის ჰოკეი
ჩვენში მესამედ დანერგა ქართველ ყვანჯოსანთა მეორე თაობის წევრმა, დენის
დავიდოვმა. წლეულს, გაზაფხულზე, მოეწყო უკრაინული ტურნე, ივნისში კი ბიჭები
ოთხ გუნდად გადანაწილდნენ და პირველობაც გააჩაღეს, ოღონდაც რაკი ასპარეზი
კანონიკურზე სამჯერ მცირე აქვთ, სამი სკეიტერით სამის წინააღმდეგ თამაშობენ
და პერიოდებიც ათ წუთს გრძელდება. ქულა (გოლს პლუს პასი)
დენის დავიდოვი (რაინ)
15(9-6), პაატა კავკასიძე (რაინ) 12(5-7), გოჩა ჯეირანაშვილი (მიმ) 9(4-5) |
|||||||
|
დიდი ყინული დახატავთ
[16/12] ოთხი კვირის
შემდეგ რომ განახლდა ჰოკეის შინაური პირველობა, "ყინულის რაინდებმა"
ჯერ-არნახული სხვაობით ძლიეს "ცეცხლოვანი ჯვაროსნები", მაგრამ სპორტის
სასახლესთან დადგმულ კარავში შეკრებილი საზოგადოება სანახაობით მაინც
კმაყოფილი დარჩა, რადგან ბიჭები თამაშიდან თამაშამდე ხვეწენ ოსტატობას და
დამწყებთა კვალობაზე, უკვე რიგიანად სრიალებენ და ყვანჯობენ. 125 წამი შათაუთამდე
თუმც კარავში ბიჭებს გასაქანი
აკლიათ და სამით სამზეღა თამაშობენ, მაინც ყველაფერი ძაან ფერადია: ყინული
თეთრად ლაპლაპებს; გუნდებს ლამაზი ფორმები აცვიათ; მოთამაშეებს ზურგზე
ნომრები და გვარები აწერიათ; ისმის ციგურათა შხუილი, ყვანჯთა კანუნი, ღობეზე
მოთამაშეთა ჯახანი და შაიბის ბრაგუნი. გაზრდილი კვალში უდგას
კოლეგაზე ბევრად მეტი ჯაფა
ადგა კანადელ პატრიკ ფრეიზერს, ვინც ბოლომდე 12 წამით ადრე სასწაულად აუღო
რაინდების მოთამაშე-მწურთნელსა და ფედერაციის პრეზიდენტს, დასში უხუცეს დენის
დავიდოვს, ბოლოსწინა წამზე კი წაქცეულმაც იხსნა კარი. |
|||||||
|
14 დეკემბერი |
|||||||
| 2007 წელი | თ | მ | ომ | ოწ | წ | შაიბა | ქ |
| მგლები | 4 | 3 | 0 | 1 | 0 | 23:18 | 10 |
| რაინდები | 5 | 2 | 1 | 0 | 2 | 26:18 | 8 |
| მიმინო (ბაკურ) | 3 | 2 | 0 | 0 | 1 | 14:10 | 6 |
| ჯვაროსნები | 4 | 0 | 0 | 0 | 4 | 5:22 | 0 |
|
მ-წ: ძირითადში 3-0, ოვერტაიმში 2-1 |
|||||||
|
დენისი და მისი ჯარი [13/12] ვინც "ოლიმპში" ნჰლ-ის ამბებს კითხულობს, ერთხელ მაინც გაიფიქრებდა, ჰოკეი ჩვენში დანერგილი რად არ უნდა იყოსო. ჰოდა, ახლა ამ ხალხის გასახარად ვიტყვით, რომ ამაღამ, ათ საათზე, სპორტის სასახლის წინ გამართულ კარავში საქართველოს პირველობის მორიგი მატჩია: დენისის "რაინდები" ებმიან პატრიკის "ჯვაროსნებს" და ამ ჯახზე, მოყვანჯეთა თემის წევრთა გარდა, ეშხიანი თამაშის ხილვის ნებისმიერ მოსურნესაც შეესვლება.
დენისი და პატრიკი ტოლები, 35
წელს გადაცილებულები არიან. პირველი, როგორც თავადვე ამბობს, მამით რუსია,
დედით უკრაინელი, დაბადებით კი ყაზახი, მაგრამ სხვა ყველაფრივ, ესე იგი
იერით, ენით, აღზრდითა და გაგებით აქაურია და რაც ექვსი წლის წინ ქართული
ჰოკეის აღორძინებას შეეჭიდა, ფრიად წარმატებას მიაღწია. მსოფლიოზე 2009 წლიდან!
ჰოკეი ჩვენში მეორედ 1990
წელს შეწყდა, დენისმა კი ფედერაცია 2004 წლის ოქტომბერში დაარეგისტრირა. მას
აქეთ ალალ ენთუზიაზმზე დაფუძნებული თემი განუხრელად იზრდება და რიცხოვანებით
უკვე ას სულს გადაცდა, მაგრამ თბილისში ნაღდი, 60-მეტრა საციგურაო რომ არა
აქვს, ჯერჯერობით მხოლოდ "სამით სამზე" თამაშობს. ვაკის პარკის ბოლოში?
იქ გაისად ითამაშებენ
მასპინძელი ლუქსემბურგი, თურქეთი, ჩრდილოეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა,
მონღოლეთი და ბოსნია - სომხეთი - საბერძნეთის შესარჩევის გამარჯვებული. ამათ
ალბათ ყველას აქვთ ნაღდი მოედანი, ჩვენები კი იანვარში ბაკურიანში
შეიკრიბებიან, გაზაფხულზე ისევ უკრაინაში წავლენ, მერე ეგებ წიუმენშიც
გაილაღონ და დიდ ჰოკეიში დახელოვნდნენ. |
|||||||
|
საქართველოს პირველობა |
|||||||
|
რაინდები - ჯვაროსნები 4:1 (0:1 0:0 4:0) დ.დავიდოვი 21.46, ჯ.ჩალათაშვილი 22.07, ნატროშვილი 26.48 27.23 - ნადირაშვილი 8.32 / დარ 24:16, ჯარ (წთ) 2:1 * 2/06 მიმინო - ჯვაროსნები 4:1 (1:0 2:0 1:1) გოგიჩაიშვილი 3.34მ, გეფერიძე 13.54 16.08, გჩ.ჯეირანაშვილი 23.39 - ცაგარეიშვილი 28.28 / დარ 41:15, ჯარ 3:3 * 9/06 მგლები - მიმინო 6:5 (4:2 2:3 0:0) ი.დავიდოვი 0.20 18.46, შერგილაშვილი 2.01, დავითაშვილი 6.12, ბახტაძე 7.35, სამადაშვილი 15.57 - ოგანეზიანი 2.50, გჩ.ჯეირანაშვილი 5.12 17.57, გოგიჩაიშვილი 15.33, გეფერიძე 16.36 / დარ 20:24, ჯარ 3:1 * 16/06 რაინდები - მგლები 7:6 (3:2 2:4 1:0 ოტ) დ.დავიდოვი 0.03 0.58 1.21 14.00 17.33 21.10 * ოტ: კავკასიძე 33.02 - შერგილაშვილი 2.01, დავითაშვილი 2.34 16.00, აბაშიძე 13.26 18.21, ლუთიძე 19.35 / დარ 31:38, ჯარ 2:3 * 30/06 |
|||||||
|
მიმინო - რაინდები 5:3 (1:2 1:0 3:1) გჩ.ჯეირანაშვილი 4.44მ, გოგიჩაიშვილი 14.57 23.58, ოგანეზოვი 23.25 28.04 - ნატროშვილი 0.48 21.03, ჯ.ჩალათაშვილი 3.54 / დარ 21:13, ჯარ 1:3 * 12/10 მგლები - ჯვაროსნები 6:2 (3:0 3:1 0:1) დავითაშვილი 3.52 9.37, ელიბეკოვი 7.31მ, უსანეთაშვილი 15.48, შერგილაშვილი 18.03, ლუთიძე 18.52 - გურგენიძე 10.22, ცაგარეიშვილი 21.59 / დარ 46:38, ჯარ 1:2 * 19/10 ჯვაროსნები - მიმინო 3:0 (1:0 2:0) შეწყდა! ცაგარეიშვილი 1.23, ლუტიძე 12.17, კოსიცკი 15.06 / დარ 16:11, ჯარ 1:0 * 26/10 (გადათამაშდება) მგლები - რაინდები 5:4 (1:3 3:0 1:1) ლუთიძე 3.30მ 10.42, დავითაშვილი 11.21, ელიბეკოვი 16.08, ი.დავიდოვი 23.22 - დავითაია 0.39 1.19, კავკასიძე 8.00 23.33 / დარ 21:17, ჯარ 6:6 * 16/11 |
|||||||
| 2007 წელი | თ | მ | ომ | ოწ | წ | შაიბა | ქ |
| მგლები | 4 | 3 | 0 | 1 | 0 | 23:18 | 10 |
| მიმინო | 3 | 2 | 0 | 0 | 1 | 14:10 | 6 |
| რაინდები | 4 | 1 | 1 | 0 | 2 | 18:17 | 5 |
| ჯვაროსნები | 3 | 0 | 0 | 0 | 3 | 4:14 | 0 |
|
ქულა: მ-წ ძირითადში 3-0, ოვერტაიმში 2-1 |
|||||||
|
ქართული გუნდები |
|||||||
|
ბაკურიანის მიმინო 99 C ბაჩო ოგანეზიანი, 77 გიორგი ჯეირანაშვილი, 10 მიხეილ ხუციშვილი, 66 ამირან გეფერიძე, 55 ვახტანგ გოგიჩაიშვილი, 13 გოჩა ჯეირანაშვილი, 85 გოგა გოგოლაძე, 4 შალვა ოგანეზოვი, 88 ლაშა მეტრეველი, 22 ილია ბანდური, 8 სერგო აკოფიანი, 33 ლევან ზედგენიძე / 20 G კახა ამბროლავა |
|||||||
|
რუხი მგლები 21 C მამუკა შერგილაშვილი, 71 ილია დავიდოვი, 29 A მიშა დავითაშვილი, 9 ზურა სამადაშვილი, 7 რომა ლუთიძე, 77 გიორგი კუხალეიშვილი, 4 ნიკოლოზ ბახტაძე, 13 ირაკლი უსანეთაშვილი, 97 გიორგი აბაშიძე, 12 გარი ელიბეკოვი, ლაშა ბოღლოციშვილი / 86 G კოტე სანიკიძე |
|||||||
|
ყინულის რაინდები 13 C ირაკლი ნატროშვილი, 10 დენის დავიდოვი, 11 პაატა კავკასიძე, 4 გუგა არჩვაძე, 6 ჯაბა ჩალათაშვილი, 84 ბესო მიქაბერიძე, 77 A ალექსანდრე ვაშაკიძე, 66 გიორგი ბიწაძე, 18 გიორგი ჩალათაშვილი, ირაკლი ჯავახია, 7 ირაკლი დავითაია / 20 G კოტე ბახუტაშვილი |
|||||||
|
ცეცხლოვანი ჯვაროსნები 23 C ლაშა ცაგარეიშვილი, 26 სერგეი ტიხონოვი, 4 დემურ გურგენიძე, 7 ზურა ნადირაშვილი, 6 ალექსანდრე ლუტიძე, 8 სოსო შუბაშვილი, 10 მიშა ვედიაპინი, 77 A დათო გოგელიძე, 13 ნუგზარ ჯანჯალაშვილი, 11 გენადი კოსიცკი, ირაკლი კანდელაკი / 2 G პატრიკ ფრეიზერი |
|||||||