გულადთა კაპიტულაცია

უიკენდზე მსოფლიო თასის ხუთი თამაში რომაა, მათი მონაწილე ათი გუნდიდან ოთხი ძირითად შემადგენლობას ბოლო კვირაში გადასახდელი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ასვენებს, ოპტიმალური 15-ეულით კი მხოლოდ ზელანდია, ინგლისი და სამოა ასპარეზობენ. ერთი სიტყვით, კიდევ დამტკიცდა, რომ მცირე შუალედით რაგბის სამჯერ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

შოტლანდიას გულად გუნდად ვიცნობთ, მაგრამ "ნარშავმა" საკვირაოდ, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ, უკვე გამოაცხადა კაპიტულაცია, რადგან იქეთა შაბათს იტალიას სანტეტიენში ხვდება. კელტებმა რუმინეთის გამბურთავებელთაგან ორად ორი კაცი დაიტოვეს: საიმონ ვებსთერი და კრის პატერსონი, ვინც 10 ნომრადაც გადასვეს, სხვაფრივ კი თამაშს დუბლებს და მოკეთებულებს აწყებინებენ.

ეს არცაა გასაკვირი, რაღაი შოტლანდიას პლეი-ოფში გასვლა ერთ რამედ უღირს, ზელანდიასთან კი 1905 წლიდან 25 შეყრაზე 23-ჯერ დამარცხებულა და კიდევ ორჯერ ფრეს გამორჩენია (ჯამური ანგარიშია 285:704). თავად კივები როტაციას აგრძელებენ და 30-ეულს მაქსიმალურად ასაქმებენ. და მაინც, ანომალიაა, რომ გუნდი მარქაფით ებმის ფავორიტს, ხოლო საუკეთესოებით, ისე-რა მეტოქეს.

ავსტრალიამ ფიჯი სამ-ნახევარი თვის წინ 49:0 გააპამპულავა. მულღაზანზარს ორი თამაში უკვე მოუგია და ნანტში უელსის ჯობნასაც ფიქრობს, რის გამოც შოტლანდიასავით იქცევა, ოზები კი ლამის ყველას ათამაშებენ, ვინც კი ჯანზეა.

ამის გამო 28 წლის ლოტე ტუნქირი დღეობაზე თვისტომებს ერაგბება, 34 წლის ჯორჯ გრეგანი ვოლაბიზს 59-ედ ყოჩობს და კაპიტნობის მსოფლიო რეკორდში ეზიარება ინგლისელ ვილ ქარლინგს, დაცვის გურუ ჯონ მაგლთონი კი არეული თამაშის მოყვარული მეტოქის ჩაკეტვის გეგმას სახავს.

ვესელსს მუხლი ტკივა

სტარტზე ზედიზედ ნარაგბალმა არგენტინამ ნამიბიასთან შეხვედრამდე 11 დღე დაისვენა და ტრავმები მოიშუშა. მოკეთდნენ ჰავბეკი აგუსტინ პიჩოტი, კიკერი ფელიპე კონტეპომი და ამისი დუბლიორი ფედერიკო ტოდესკინიც, ვისაც უფროსობა შინ გაგზავნას უპირებდა. მარქაფაშია ბებერი 8 ნომერი გონსალო ლონგოც. სამაგიეროდ, ბილტონხბურე ასვენებს ათ კაცს, რაკი ჩვენთან მოგება წყურია.

უდაბნოელთა გურუმ, ჰაკის ჰიუსელმანმა მეზობელ სამხრეთ აფრიკაში მოღვაწენი საჩვენოდ გადაინახა და შინ, კლუბებში შეთამაშებული რგოლები დააწინაურა. "გლეხებს" საქართველოსთან საომრად დაუბრუნდებათ მარბიელი ჟაკ ნიუვენჰეისი, ვინც ფრანგი სებასტიან შაბალი ურჯუკად რომ დასცა, ერთი თამაშით დაისაჯა, 10 ნომერ ემილ ვესელსს კი ჯერაც ტკივა მუხლი.

"ა" პულში ორი მატჩი ზედიზედაა. აფრიკას ერთბაშად 13 სათადარიგო გაყავს ტონგასთან, კაპიტანი ბობ სკინსტადი კი გაიძახის, ინერცია უნდა შევინარჩუნოთ და ბარაქიანად მოვიგოთო. "იკალე ტაჰს" პროგრამა-მინიმუმი უკვე შეუსრულებია და ამიერიდან ნებისმიერ წარმატებას ბონუსად აღიქვამს, მთავარი თემა კი მატჩის წინ ბოკეს ტექნიკური მრჩევლის, ედი ჯოუნზის უპიჯაკობაა.

პიჯაკი ჯოუნზსაც ჩავაცვათო

ავსტრალიის ყოფილი მწურთნელი პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა და აფრიკას ხელი უკვე დაატყო, მაგრამ იაპებმა საგარეო სამოსი აქამდე არ აღირსეს, რის გამოც ბიჭები გაიფიცნენ და მუქი მწვანე პიჯაკ-შარვლით საზოგადოებაში აღარ ჩნდებიან. კაპიტანმა ჯონ სმიტმა მენეჯერ ენდი მერინოსს ულტიმატუმიც კი წაუყენა, მაგრამ პასუხად მიიღო, ინტრიგის ხლართვას გიჯობს რაგბზე იფიქროო.

პული ძაან არია ტონგის მიერ სამოას ძლევამ. აქამდე ფანობას ეგონა, პლეი-ოფის მეორე საგზური მანუსა და ვარდების ომში გათამაშდებაო, მაგრამ მულღაზანზრის პრემიერშიპულ ნაკრებს ორი წაგება აქვს, პომები კი, ჯონი ვილკინსონის მომჯობინების შემდეგ, ახლაღა ლაგდებიან.

და მაინც, ბობოლა საითი "პლანეტ რაგბი" ვარაუდობს, სამოა ოთხი წლის წინ, მელბურნში დაწყებულ საქმეს თავს ახლაღა დაადგამს, თასის მფლობელს ბარემ ათი ქულით ძლევს და გააგდებსო.
 

შაბათი (22/09)

აფრიკა - ტონგა

აფრ: პინარი ვილემსე ოლიფიე იულისი პიტერსენი (10-9) პრეტორიუსი იანარი / სტენკამპი გ.ბოთა ფანდერლინდე; ბკ.ბოთა ფანდენბერხი; ფანჰირდენი როსუ სკინსტადი კაპ (მრქ) მონთგომერი სტეინი ჰაბანა / ჯ.სმიტი ბჯ.ბოთა; მეტფილდი ჟ.სმითი

ტონ: ლილო ტუიფუა ჰუფანგა ტაიონე ვაკა (10-9) ჰოლა ტუიპულოტუ / ტონგაუიჰა ლუტუი პულუ; ჰეჰეა კაუჰენგა; ვაკი ლატუ კაპ მაკა (მრქ) ჰავილი ტუპოუ ჰავეა / ტაუკაფა ფილისე; აფეაკი ფილიპინე

რეფ ბარნსი (ინგ) კიდ: მარკსი (ავს) კვესტა (არგ) ვიდ ჩენგლენგი (შტლ) ლანსი 16.00 საქ

ინგლისი - სამოა

ინგ: ლივსი სექი ტეიტი ბარქლი კუეტო (10-9) ვილკინსონი გომერსოლი / შერიდანი შუთერი სთივენსი; შოუ ქეი; ქორი კაპ ვორსლი ისთერი (მრქ) ჰიპკისი ფარელი რიჩარდსი / რეგანი ფრეშვოთერი; ბორსვიქი მუდი

სამ: კრაიტონი ლემი მაპუსუა ლიმა ალ.ტუილანგი (10-9) საპოლუ პოლუ / ლეალამანუა შვოლგერი ჯონსტონი; ტეკორი თომპსონი; ლეო სიტიტი კაპ ჰ.ტუილანგი (მრქ) ლუი მეაფოუ სოიალო / ფუგა პალამო; ფერდაი ვაელუანგა

რეფ ლუისი (ირლ) კიდ: ბრეი (ზელ) როლანი (ირლ) ვიდ ლორენსი (ზელ) ნანტი 18.00 საქ

არგენტინა - ნამიბია

არგ: კორლეტო სენიჯოსა ტიესი მ.კონტეპომი აგუჯა (10-9) ფ.კონტეპომი პიჩოტი კაპ / რონსერო ბასუალდო ასანი; ი.იოვე ალბასეტე; ოსტილია ხ.იოვე ლეგისამონი (მრქ) სერა ტოდესკინი მირანდა / აროსენა სკელსო; ალვარესი ლონგო

ნამ: ბოკი მუტონი ხრობლერი პაუელი კაპ აფრიკა (10-9) ლოსპერი იანჩისი / რედელინჰეისი მეიერი ფისერი; კაზომბიაზე ესტერჰეიზე; მაკქენზი ბერგერი დიუპლესი (მრქ) ფანსეილი შროდერი ფანტონდერი / ჰორნი ლენსინხი; ლინდფელტი სენეკალი

რეფ დიკინსონი (ავს) კიდ: მაკდაუელი (ირლ) დამასკო (იტა) ვიდ დიკერი (ზელ) მარსელი 23.00 საქ


კვირა (23/09)

ავსტრალია - ფიჯი

ავს: ლეითემი მიჩელი ეშლი-კუპერი გიტო ტუნქირი (10-9) ბარნსი გრეგანი კაპ / დანინგი მური შეპარდსონი; ჩიზომი ვიკერმანი; ელსომი ვო პალუ (მრქ) ჰაქსლი სტენიფორსი ქორდინგლი / ფრაიერი ჰოლმსი; მაკმენიმანი ჰოილსი

ფიჯ: ლინგაირი ნდელასაუ კუნავორე მბაი კაპ ნეივუა (10-9) ლუვენიალი ნდაუნივუთუ / იალა-იალა-ტამბუა საუტურანგა ნქიონდრავუ; ნდომოლაილაი რავანქა; ტალეი რატუვა ნქოვუ (მრქ) რამბენი ლოვომბალავუ რაულუნი / ნგანდოლო რაილომო; ლევარავუ კოიამაიმბოლე

რეფ ოუენსი (უელ) კიდ: ბედროზი (სფრ) ლორენსი (აფრ) ვიდ იუბერი (აფრ) მონპელიე 16.30 საქ

შოტლანდია - ზელანდია

შტლ: საუსველი ვოქერი დიროლო ჰენდერსონი ვებსთერი (10-9) პატერსონი კაზიტერი / დიკინსონი ს.ლოუსონი სმითი; მაკლიოდი ს.მარი კაპ; ბრაუნი ბარქლეი ქელემი (მრქ) დიუი პარკსი რ.ლოუსონი / თომსონი ქერი; ჰემილტონი ჰოგი

ზელ: მაკდონალდი ჰაულიტი სმითი მაკალისტერი სივივატუ (10-9) კარტერი კელეჰერი / ვუდქოქი ოლივერი ჰეიმანი; სორნი ვილიამსი; მასოი მაკქოუ კაპ სოიალო (მრქ) ტოიავა ევანსი ლეონარდი / ჰორი ტიალატა; ჯექი ლაუაკი

რეფ იონკერი (აფრ) კიდ: მარკსი (ავს) პირსონი (ინგ) ვიდ ვოთქინსი (უელ) ედინბურგი 19.00 საქ

:::