M
E
N
U




  დასაწყისი      Top

მთავარი      Home

  შრომათა სია   List

  კონტაქტი  Contact

Badri Kobalava M.D

Surgery Department of Tbilisi #2 Teaching Hospital                 თბილისის მე-2 საავადმყოფოს ქირურგიული კლინიკა

 

 ვაგოტომიის გავლენა კუჭის ლორწოვანი გარსის გასტრინწარმომქმნელი, მფარავი მთავარი და დამატებითი უჯრედების მორფო-ფუნქციურ მდგომარეობაზე

სულხან ქემოკლიძე 

"Изучить в научном смысле - значит... измерять
все то, что может подлежать измерению, показивать
численное отношение изучаемого к известному..."

Д.И. Менделеев
(Границ познанию предвидеть невазможно.
Москва  1991 стр. 44-47)

 

        თანამედროვე ეტაპზე კარდიასპაზმის ქირურგიულ მკურნალობაში ავტორთა უმრავლესობა აუცილებლად მიიჩნევს ჰელერის ოპერაციასთან ერთად ანტირეფლუქსური კომპონენტის (ფუნდოპლიკაცია) და ვაგოტომიის გამოყენებას ფუნდოპლიკაციის, როგორც ანტირეფლუქსური კომპონენტის გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები ჩვენს მიერ განხილულია შესაბამის თავში. რაც შეეხება ვაგოტომიას, ის დღეს ფართოდ გამოიყენება 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიულ მკურნალობაში. ვაგოტომიის დადებით მხარეებთან ერთად, მასალის დაგროვების შესაბამისად, წარმოჩინდა ამ ჩარევის უარყოფითი მხარეები, რომელთა განვითარების მექანიზმები დღეისათვის სრულყოფილად არ არის შესწავლილი, რაც აძნელებს მათ მკურნალობას.

        დღემდე, მიუხედავად მრავალი გამოკვლევისა, არასაკმარისი სიღრმითაა შესწავლილი ვაგოტომიის გავლენა კუჭის სტრუქტურებზე. სხვა მრავალ მიზეზთა შორის ამის ერთ-ერთი მიზეზია ავტორთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ კვლევის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ იძლევიან მიღებული მონაცემების ზუსტი, რაოდენობრივი შეფასების საშუალებას. ლიტერატურაში მწირი მონაცემებია ვაგოტომიის გავლენის შესახებ ინტაქტური კუჭის ლორწოვანზე და ამ ჩარევის შემდეგ მიმდინარე პროცესების დინამიკის და მიმართულების შესახებ დროის ხანგრძლივ მონაკვეთში (Матросова Е.М. Курыгин А.А. Гройсман С.М. 1981).

        ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ მიზნად დავისახეთ მორფომეტრიული მეთოდების გამოყენებით, შეგვესწავლა ვაგოტომიის გავლენა კუჭის ფუნქციურად მნიშვნელოვან სტრუქტურებზე და თვალი გაგვედევნებინა ვაგოტომიით გამოწვეული ცვლილებების დინამიკისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც ქსოვილოვან, ასევე უჯრედულ დონეზე.

        მასალა და მეთოდიკა: ცდები ჩატარებულია ზრდასრულ (200-250 გრ) მამრობითი სქესის 75 თეთრ ვირთხაზე. კვლევის ობიექტად ვირთხების არჩევა განპირობებულია ადამიანისა და ვირთხის კუჭის ლორწოვანი გარსის დიდი მსგავსებით და ექსპერიმენტში ცხოველთა დიდი რაოდენობის გამოყენების შესაძლებლობით. ამ უკანასკნელ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს სტატისტიკურად სარწმუნო რაოდენობრივი მონაცემების მიღებისათვის.

        საცდელ ცხოველებს ჰექსენალით ინტრაპერიტონეალური ნარკოზით ვუკეთებდით ლაპარატომიას და ორმხრივ ღეროვან ვაგოტომიას. ნარკოზსაც და ოპერაციასაც ცხოველები იტანდნენ კარგად. ვაგოტომიიდან მე-5, 20, 45, 90 და 180 დღეზე, დღის ერთსა და იმავე დროს, ცხოველებს ვკლავდით დეკაპიტაციით. თითოეულ ჯგუფში შედიოდა 10 საცდელი და 5 საკონტროლო ცხოველი; ამ უკანასკნელთ გაკეთებული ჰქონდათ მხოლოდ ლაპარატომია.

        მთლიან კუჭს ვაფიქსირებდით 10% ნეიტრალურ ფორმალინში 2 დღე-ღამის განმავლობაში. ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური დამუშავების შემდეგ ანათლები იღებებოდა ჰემატოქსილინ-ეოზინით, დომინიჩი-კედროვსკის წესით, ანტრალური მიდამოს პრეპარატებზე ვაწარმოებდით ვერცხლით იმპრეგნაციას გრიმელიუსის მეთოდით. ვზომავდით ლორწოვანი, კუნთოვანი, ლორწქვეშა გარსების და კუჭის მთელი კედლის სისქეს, მხედველობის არეში ვითვლიდით კუჭის ჯირკვლების რაოდენობას, ვსაზღვრავდით მათ დიამეტრს, ვითვლიდით მთავარი, დამატებითი და მფარავი უჯრედების რაოდენობას კუჭის ჯირკვალში, ვზომავდით მთავარი, დამატებითი და მფარავი უჯრედების, მათი ბირთვების და ციტოპლაზმის ფართობს ჩახატვის და აწონის მეთოდით. ვითვლიდით გასტრინმაპროდუცირებელი უჯრედების რაოდენობას მხედველობის არეში. მიღებული მონაცემები მუშავდებოდა სტატისტიკურად სტიუდენტის მეთოდით.

        მიღებული მონაცემების ანალიზი: ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაგვანახვა, რომ ვაგოტომია იწვევს ღრმა ცვლილებებს კუჭის სტრუქტურებში.

        ეჭვგარეშეა, რომ კუჭის სეკრეტორული აქტივობა განპირობებულია კუჭის ლორწოვანი გარსის სტრუქტურების ფუნქციური მდგომარეობით. სწორედ ამიტომ ჩვენ ღრმად შევისწავლეთ კუჭის ლორწოვან გარსში მიმდინარე ცვლილებები ვაგოტომიის შემდეგ.

        კუჭის ჯირკვლოვანი ეპითელი წარმოდგენილია მაღალდიფერენ-ცირებული გრანულოციტებით, რომლებითაც ამოფენილია მთავარი (ფუნდალური) კარდიალური და პილორული ჯირკვლები. თავის მხრივ მთავარი საკუთრივ კუჭის ჯირკვლები შედგებიან ზიმოგენური (მთავარი) პარიეტალური (მფარავი) გრანულოციტებით და მუკოციტებით (დამატებითი უჯრედები). მთავარი უჯრედები გამოიმუშავებენ პეპსინის პროფერმენტს პეპსინოგენს და ქიმოზინს, პარიეტალური უჯრედები გამოყოფენ მარილმჟავას, მუკოციტები - დამატებითი უჯრედები - მუკოიდურ სეკრეტს, რომელიც მუკოგლიკოპროტეიდებისაგან შედგება. ენდოკრინული უჯრედები წარმოდგენილია კუჭის სხეულის მიდამოში ისინი გამოიმუშავებენ გასტრინს (Успенский В.М. 1986).

        ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შევისწავლეთ ღეროვანი ვაგოტომიის შემდეგ სხვადასხვა ვადებში, კუჭის ლორწოვანი გარსის სისქე, აგრეთვე ლორწოვანი გარსის ჯირკვლების რაოდენობა მხედველობის არეში, მათი დიამეტრის ცვლილებები. შესწავლილი გვაქვს აგრეთვე კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის ფუნქციურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უჯრედების მორფომეტრული პარამეტრები.

ვაგოტომიის გავლენა კუჭის ლორწოვანი გარსის სისქეზე. მიღებული მონაცემები მოცემულია ცხრილში  N1 და ასახულია N1 გრაფიკზე.

ცხრილი: 1. კუჭის ლორწოვანი გარსის სისქის ცვლილება ვაგოტომიის შემდეგ.

 

  ვაგოტომიიდან გასული დრო დღეებში
 

 კუჭის
ნაწილი

კონტროლი

5

20

45

90

180

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

სხეული

485,5±4,88

360±8,79

461±10,34

315,0±13,4

378,5±3,67

366,8±7.37

ანტრუმი

280,7±5,71

283,7±7,4

177,7±2,72

240,9±3,92

156,7±3,92

275,2±6,44

        სხვაობა კონტროლსა და ცდის მონაცემებს შორის სტატისტიკურად არასარწმუნოა p>0.01.

 

გრაფიკი N1. კუჭის ლორწოვანი გარსის სისქის ცვლილება ვაგოტომიის შემდეგ

(- - -ანტრალური არე ____ სხეული)

        მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ პარამეტრებს შორის განსხვავება სტატისტიკურად არასარწმუნოა, ჩვენ მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მათი წარმოდგენა, ვინაიდან ეს ცვლილებები, ჩვენის აზრით, ინტეგრალურად ასახავენ იმ რთულ არაერთხაზოვან პროცესებს, რაც კუჭის ლორწოვან გარსში მიმდინარეობს ვაგოტომიის შემდეგ.

        ცხრილის და გრაფიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ვაგოტომიიდან მე-5 დღეს 26% მცირდება კუჭის სხეულის მიდამოს ლორწოვანი გარსის სისქე, მაშინ, როდესაც აღნიშნული პარამეტრი არ იცვლება ანტრუმის არეში.

        ცდის მე-20 დღეზე კუჭის სხეულის ლორწოვანი გარსი პრაქტიკულად უბრუნდება საწყის სისქეს, მაშინ როდესაც კონტროლთან შედარებით 37%-ით მცირდება ანტრალური მიდამოს ლორწოვანი გარსის სისქე. უკუკორელაციაა ამ პარამეტრებს შორის ცდის 45-ე დღეზეც. სხეულის ლორწოვანის სისქე ამ დროისათვის კონტროლთან შედარებით შემცირებული 35%-ით, მაშინ როდესაც ანტრალური მიდამოს ლორწოვანის სისქე განიცდის მატებას და კონტროლს ჩამორჩება მხოლოდ 14%-ით. ცდის 90-ე დღეზე სხეულის ლორწოვან გარსში აღინიშნება სისქის მატების ტენდენცია - სხვაობა კონტროლთან 22%-ია, ხოლო ანტრალურ ნაწილში სახეზეა ლორწოვანის სისქის კლების ტენდენცია (44%-ით კონტროლთან შედარებით).

        ვაგოტომიიდან 180 დღის შემდეგ, სხეულის ლორწოვანის სისქე მცირეა კონტროლთან შედარებით 24%-ით, ხოლო ანტრალურის ლორწოვანი გარსის სისქე პრაქტიკულად არ განსხვავდება კონტროლისგან.

        ჩვენს მიერ შესწავლილია აგრეთვე კუჭის ჯირკვლების რაოდენობის (მხედველობის არეში) და მათი დიამეტრის ცვლილებები ვაგოტომიიდან სხვადასხვა ვადაში,  კუჭის სხეულის და ანტრალურ მიდამოში. მონაცემები მოყვანილია ცხრილებში N2, 3 და ასახულია  N2 და 3 გრაფიკებზე.

 

ცხრილი N 2. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების რაოდენობის

ვლილება ვაგოტომიის შემდეგ

 

 

ვაგოტომიიდან გასული  დღეები

კუჭის ლორწ. ჯირკვლ. რაოდენობა

კონტროლი

5

20

45

90

180

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

სხეული

14,1±0,39

12,8±0,26

12.7±0,28

10,9±0,24

12,3±0,18

10,9±0,18

ანტრუმი

13,8±0,25

12,7±0,26

10,0±0,21

11,2±0,19

10,7±0,16

11,5±0,27

მონაცემები სტატისტიკურად სარწმუნოა P<0.01

 

გრაფიკი N 2. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების რაოდენობის ცვლილებები ვაგოტომიის შემდეგ

(___ სხეული - - - ანტრუმი)

ცხრილი N 3. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების დიამეტრის ცვლილებები ვაგოტომიის შემდეგ

 

ვაგოტომიიდან გასული  დღეები
 

კუჭის
ჯირკვლ. დიამეტ.

 კონტროლი

5

20

45

90

180

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

M±m

სხეული

35,5±0,98

39,1±0,79

39,4±0,87

45,9±1,01

40,7±0,59

45,9±0,76

ანტრუმი

36,2±0,66

39,4±0,81

50,0±1,05

44,6±0,76

46,7±0,7

43,5±1,02

მონაცემები სტატისტიკურად სარწმუნოა - P<0.01

 

გრაფიკი N 3. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების დიამეტრის ცვლილებები ვაგოტომიის შემდეგ

(- - - სხეული ___ ანტრუმი).

        ერთი შეხედვაც საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, რომ კუჭის ჯირკვლების რაოდენობა ვაგოტომიის შემდეგ კლებულობს როგორც სხეულის, ასევე ანტრალურ მიდამოებში. ამასთან ვაგოტომიიდან ხუთი დღის განმავლობაში კუჭის ჯირკვლოვანი მილაკების რაოდენობის შემცირება მიმდინარეობს თანაბრად. ეს მაჩვენებლები კონტროლთან შედარებით შემცირებულია შესაბამისად 8 და 10%-ით.

        ვაგოტომიიდან მე-20 დღეს კუჭის სხეულში ჯირკვლოვანი მილაკების რაოდენობა მე-5 დღესთან შედარებით უცვლელია. მაშინ როდესაც ანტრალურ მიდამოში ეს პარამეტრი მკვეთრად შემცირებულია (27%-ით კონტროლთან შედარებით და 21%-ით დაკვირვების წინა ვადასთან შედარებით).

        საინტერესო ცვლილებებს განიცდის  ეს პარამეტრი დაკვირვების ამ ვადაზე კუჭის სხეულის ჯირკვლოვანი მილაკების რაოდენობის შემცირებასთან ერთად (23%-ით კონტროლთან და 14%-ით დაკვირვების წინა ვადასთან შედარებით) შეიმჩნევა ამავე პარამეტრის საგრძნობი მატება ანტრალურ მიდამოში (თუმცა კონტროლთან შედარებით დაკლებული რჩება 10%-ით და დაკვირვების წინა ვადასთან 12%-ით).

        დაკვირვების შემდეგ ვადაზე შეინიშნება შესასწავლი პარამეტრების უკუკორელაცია, თუმცა ისინი ვერ აღწევენ პირვანდელ სიდიდეებს. ასე მაგალითად, დაკვირვების 90 დღეზე ჯირკვლოვანი მილების რაოდენობის მატებას კუჭის სხეულში თან სდევს იგივე მაჩვენებლის კლება ანტრალურ მიდამოში.

        ცდის 180-ე დღეზე მაჩვენებლების ურთიერთმიმართება იცვლება. ანტრალურ მიდამოში აღინიშნება ჯირკვლოვანი მილაკების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, თუმცა კონტროლის პარამეტრებს ჩამორჩება 17%-ით. სხეულის არეში იგივე პარამეტრს დაკლების ტენდენცია აქვს და სხვაობა კონტროლთან შეადგენს 23%.

        საინტერესო მონაცემები მოგვცა ჯირკვლოვანი მილაკების დიამეტრის ცვლილების შესწავლამ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ პარამეტრს აქვს მატების ტენდენცია, თუმცა დაკვირვების სხვადასხვა ვადაზე ეს მატება სხვადასხვა ინტენსივობისაა. ერთგვარ უკუკორელაციას აქვს ადგილი დაკვირვების მე-20, 45, 90 და 180 დღეებზე. ამ პარამეტრის ცვლილებების დეტალურ განხილვას არ შევუდგებით, მხოლოდ ავღნიშნავთ რომ დაკვირვების 180 დღეზე სხეულის ჯირკვლოვანი მილაკების დიამეტრი კონტროლთან შედარებით მომატებულია 29%-ით, ანტრალურ არეში 20%. ამ ვადაში აღინიშნება სხეულის ჯირკვლოვანი მილაკების დიამეტრის მატება წინა ვადასთან შედარებით, ანტრალურ არეში კი პარამეტრის კლებასთან გვაქვს საქმე.

        ამრიგად, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ვაგოტომია იწვევს კუჭის ანტრალური და ფუნდალური ჯირკვლების დიამეტრის მატებას. კონტროლში ჯირკვლების სანათური წარმოდგენილია ნაპრალის სახით, ვაგოტომიის შემდეგ კი როგორც დავინახეთ ეს პარამეტრი საგრძნობლად მატულობს. ჩვენი აზრით ეს განპირობებულია ჯირკვლოვან მილაკებში სეკრეტის რეტენციით.

        გადავდივართ უჯრედების და უჯრედშიდა პარამეტრების შესწავლის შედეგად მიღებული ცვლილებების განხილვაზე.

        ჩვენ შევისწავლეთ გასტრინმაპროდუცირებული მფარავი, მთავარი და დამატებითი უჯრედების რაოდენობის, ფართობის ცვლილებები ვაგოტომიის სხვადასხვა ვადაზე. მიღებული მონაცემები მოცემულია N 4 ცხრილში და N 4 გრაფიკზე.

ცხრილი N 4. ვაგოტომიის გავლენა გასტრინწარმომქმნელი, მფარავი, მთავარი და დამატებითი უჯრედების რაოდენობაზე.

 

უჯრედი

გასტრინწარ-მომქმნელი

მფარავი

მთავარი

დამატებითი

M+m %

M

m

%

M

m

%

M

m

%

M

m

%

 კონტროლი

39,3

1,3

100

24,6

5,4

100

13,2

2,6

100

5,6

1,3

100

   ც
   დ
   ა

 დღე

ღამე
 

5

5,7

0,52

-85

8,7

2,9

-65

4,0

1,2

-70

3,4

0,9

-39,3

20

8.92

0.47

-77

7,1

1,9

-71

3,5

1,

-73

4,1

1,0

26,8

45

12.9

1,1

-67

4,7

1,4

-81

2,3

0,5

-83

3,2

0,7

42,4

90

17.0

1,3

-56

9,8

2.5

-60

6,3

2,2

-52

2,9

0,5

48,22

180

15.2

1,12

-61

7,0

2,5

-71

2,4

0,8

-78

4,6

0,9

17,86

P

P<0,001

P<0,001

P<0,001

P>0,01

 

გრაფიკი N 4. ვაგოტომიის გავლენა გასტრინწარმომქმნელი, მფარავი, მთავარი და დამატებითი უჯრედების რაოდენობაზე.

        ცხრილი N 4 და გრაფიკი N 4 ანალიზი ერთსახად გვიჩვენებს, რომ ვაგოტომიის შემდეგ მკვეთრად კლებულობს კუჭის ლორწოვანში ფუნქციურად უმნიშვნელოვანესი უჯრედების რაოდენობა. პირველ 20 დღეში ყველაზე მნიშვნელოვანია გასტრინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობის კლება - 85%-ით ცდის მეხუთე დღისათვის. ამ ვადების შემდეგ შეიმჩნევა გასტრინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობის ერთგვარი - მცირე მაგრამ სტაბილური მატება, რომელიც გრძელდება ცდის 90-ე დღემდე. შემდეგ უჯრედების რაოდენობა კვლავ მცირდება. ვაგოტომიიდან 180 დღისათვის გასტრინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობა 61%-ით ჩამორჩება საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელს.

        მნიშვნელოვანია მფარავი უჯრედების რაოდენობის შემცირებაც, თუმცა ცდის პირველი 20 დღის მანძილზე მფარავი უჯრედების რაოდენობა ნაკლები ინტენსივობით კლებულობს გასტრინწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობასთან შედარებით. (65 და 71%-ით ცდის მეხუთე და მეოცე დღეზე შესაბამისად) ცდის ორმოცდამეხუთე დღეზე მფარავი უჯრედების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული (81%), ოთხმოცდამეათე დღისათვის მფარავი უჯრედების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს, ასმეოთხმოცე დღისათვის კვლავ აღინიშნება ამ ტიპის უჯრედთა კლების ტენდენცია.

        რაც შეეხება მთავარ უჯრედებს, მათი რაოდენობა კორელირებს მფარავ უჯრედთა რაოდენობასთან.

        ვაგოტომიის შემდეგ დამატებითი უჯრედების რაოდენობის ცვალებადობის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ ამ უჯრედთა რაოდენობის ცვლილება სტატისტიკურად არასარწმუნოა, მათი რაოდენობა მაქსიმალურად მცირდება ვაგოტომიის 90-ე დღეზე, ხოლო ვაგოტომიიდან 180 დღეში მათი რაოდენობა საკონტროლო ჯგუფის შესაბამის მაჩვენებელს ჩამორჩება მხოლოდ 18%.

        ამრიგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაგოტომია იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის ფუნქციურად უმნიშვნელოვანესი -  გასტრინწარმომქმნელი, მარილმჟავა წარმომქმნელი და ფერმენტწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას. შედარებით უმნიშვნელოა ლორწოსწარმომქმნელი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

        გადავდივართ თვით უჯრედების და მათი ბირთვების ფართობის შესწავლით მიღებული მონაცემების განხილვაზე. N და N ცხრილებში მოცემულია მფარავი და მთავარი უჯრედების და მათი ბირთვების ფართობის ცვლილებები ვაგოტომიის სხვადასხვა ვადებში. ანალოგიური მონაცემები დამატებითი უჯრედებისათვის ჩვენ არ მოგვყავს, ვინაიდან მიღებული მონაცემები სტატისტიკურად არადამაჯერებელია. N5, 6 გრაფიკებზე კი მოცემულია მფარავი და მთავარი უჯრედების ფართობის ცვლილებები ვაგოტომიის შემდგომ.

 

ცხრილი N 5. ვაგოტომიის გავლენა მფარავი უჯრედის და მისი ბირთვის ფართობზე.

ფართობი

მფარავი უჯრედის ფართობი

მფარავი უჯრედის ბირთვის ფართობი

M+m    %p

M

m

%

p

M

m

%

p

კონტროლი

109,8

2,88

 

 

14,84

1,23

  

  

დღეები ვაგოტომიის

შემდეგ

 

5

96,9

1,66

-12

<0,001

16,95

0,43

+14

>0,05

20

100,8

2,44

-8

>0,05

13,9

1,77

-6

>0,05

45

124,3

4,54

+13

<0,01

16,5

0,66

+11

>0,05

90

85,0

2,43

-23

<0,001

14,9

0,37

-

>0,05

180

76,9

2,29

-30

<0,001

12,2

3,11

-18

>0,05

 

გრაფიკი N 5. ვაგოტომიის გავლენა მფარავი უჯრედის და მისი ბირთვის ფართობზე.

        როგორც  N 5  ცხრილიდან და N 5 გრაფიკიდან ჩანს ვაგოტომია იწვევს მფარავი უჯრედის ფართობის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ცდის მეხუთე დღეზე უჯრედის ფართობი შემცირებულია 12%-ით, განსხვავება სტატისტიკურად დამაჯერებელია, მეოცე დღეზე ფართობის დეფიციტი 8%-ია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ განსხვავება საკონტროლო ჯგუფთან სტატისტიკურად არადამაჯერებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები პრაქტიკულად არ განსხვავდება საკონტროლო ჯგუფის მონაცემებისაგან. ცდის 45-ე დღეზე უჯრედის ფართობი რამდენადმე (13%) მატულობს, თუმცა აქაც განსხვავება საკონტროლო ჯგუფთან არადამაჯერებელია. ვაგოტომიიდან 90-ე, და 180-ე დღეებზე უჯრედის ფართობის დეფიციტი საგრძნობია (23 და 30% შესაბამისად). ამასთან განსხვავება საკონტროლო ჯგუფთან სტატისტიკურად სარწმუნოა. ამრიგად ვაგოტომია იწვევს მფარავი უჯრედის ფართობის შემცირებას, თუმცა ცდის 45-ე დღეზე აღინიშნება ამ პარამეტრის უმნიშვნელო მატება. საცდელი პერიოდებიდან ეს შემცირება ყველაზე მკვეთრად გამოხატულია ცდის 180 დღეზე. ვაგოტომიის შემდეგ იცვლება მფარავი უჯრედის ბირთვის ფართობიც, თუმცა აღნიშნული პარამეტრების შესწავლით მიღებული მონაცემები სტატისტიკურად არადამაჯერებელია. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი პარამეტრის ცვლილებას შორის აღინიშნება კორელაცია, გარდა ცდის მე-5 დღისა, როდესაც მფარავი უჯრედის ფართობის კლების ფონზე აღინიშნება მისი ბირთვის ერთგვარი მატება.

        რაც შეეხება მთავარ უჯრედებს (ცხრილი N 6 ნახ. N 6) მათი ფართობიც განიცდის საკმაო ცვლილებებს ვაგოტომიის შემდეგ - ცდის მე-5 დღეზე აღინიშნება უჯრედის ფართობის უმნიშვნელო კლება (-3%). ეს კლება ღრმავდება მეოცე დღისათვის (-7%). 45-ე დღეზე კი მთავარი უჯრედის ფართობი მნიშვნელოვნად (31%) მატულობს. ცდის 90-ე დღეზე პარამეტრი ნორმას უახლოვდება, ხოლო 180-ე დღისათვის კვლავ საგრძნობლად (21%) მომატებულია. მთავარი უჯრედების ბირთვის ფართობის ცვლილებები სტატისტიკურად არასარწმუნოა, თუმცა ძირითადად კორელირებს თვით უჯრედის ფართობის ცვლილებასთან.

style="font-family: Sylfaen; color: black"> 

ცხრილი N 6. ვაგოტომიის გავლენა მთავარი უჯრედის და მისი ბირთვის ფართობზე

ფართობი

მთავარი უჯრედის

მთავარი უჯრედის ბირთვის

M+m  %p 

M

m

%

 

p

M

m

%

p

კონტროლი

39,4

0,94

 

 

6,35

0,24

 

 

დღეები ვაგოტომიის

შემდეგ

5

38,36

0,95

-3

>0,05

5,96

0,15

-7

>0,05

20

36,48

0,86

-7

<0,01

5,92

0,18

-7

>0,05

45

53,73

2,45

+36

<0,001

7,0

0,49

+10

>0,05

90

39,92

0,96

+1

>0,05

6,84

0,26

+8

>0,05

180  

47,79

1,46

+21

<0,001

6,98

0,31

+10

>0,05

 

გრაფიკი N 6. ვაგოტომიის გავლენა მთავარი უჯრედის და მისი ბირთვის ფართობზე

         ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებულმა მორფომეტრიულმა კვლევამ დაგვანახვა, რომ ვაგოტომია იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის და მისი შემადგენელი სტრუქტურების მკვეთრ ცვლილებებს. ეს ცვლილებები არაერთგვაროვანია და ხშირად ურთიერთსაპირისპიროც დაკვირვების სხვადასხვა ვადაზე. მათში საბოლოოდ გარკვევა მომავლის საქმეა. დღეს არსებული მონაცემების საფუძველზე კი შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს: ვაგოტომიის შემდეგ მცირდება კუჭის ლორწოვანის ჯირკვლების რაოდენობა, რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული ანტრალურ ნაწილში. ამავე დროს აღინიშნება ჯირკვლების დიამეტრის მატება. ეს უკანასკნელი პარამეტრი არ ნორმალიზდება დაკვირვების მთელ მანძილზე, მაშინ როდესაც აღინიშნება ჯირკვლების რაოდენობის მატება (განსაკუთრებით კუჭის ანტრალურ ნაწილში) ვაგოტომიიდან მოგვიანებით პერიოდში. მკვეთრი ცვლილებები ვითარდება ვაგოტომიის შემდეგ კუჭის ლორწოვანი გარსის ფუნქციურად უმნიშვნელოვანეს უჯრედებში. კერძოდ, მკვეთრად კლებულობს გასტრინმაპროდუ- ცირებელი, მფარავი და მთავარი უჯრედების რაოდენობა, ამასთან ყველაზე მკვეთრად კლებულობს გასტრინმაპროდუცირებელი უჯრედების რაოდენობა. საყურადღებოა, რომ თითქმის უცვლელი რჩება დამატებითი უჯრედების რაოდენობა. უჯრედშიდა პროცესების მიმდინარეობის თვალსაზრისითაც, რაზედაც ჩვენ ვმსჯელობდით უჯრედის და მისი ბირთვის ცვლილების მიხედვით ვაგოტომიის მიმართ ყველაზე მდგრადია დამატებითი უჯრედები -  უჯრედები რომელნიც ლორწოვანის დაცვის ფაქტორს გამოყოფენ. სტატისტიკურად დამაჯერებლად ვაგოტომიის შემდეგ იცვლება მფარავი და მთავარი უჯრედების ფართობი, რაც მათი ფუნქციური აქტივობის დაქვეითებაზე მეტყველებს, თუმცა ბირთვის ფართობის ნაკლებად შეცვლა უჯრედის ფართობთან შედარებით მიუთითებს აგრეთვე უჯრედშიდა პროცესების შედარებით რეზისტენტობაზე ვაგოტომიის მიმართ. თვალშისაცემია ჩვენს მიერ შესწავლილი ყველა პარამეტრის ტენდენცია ნორმალიზაციისაკენ დაკვირვების ბოლო პერიოდებში, რაც რეპარაციის პროცესზე მიუთითებს, როგორც ქსოვილოვან ისე უჯრედულ დონეზე. დაბოლოს ჩატარებული მორფომეტრიული გამოკვლევა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ვაგოტომია იწვევს მკვეთრ ცვლილებებს კუჭის ლორწოვან გარსში. ეს ცვლილებები უფრო მკვეთრად გამოიხატება უჯრედულ დონეზე და მაქსიმალურად არის გამოხატული გასტრინმაპროდუცირებელი და მფარავი უჯრედების პარამეტრებში, მიუთითებს ამ უჯრედების ფუნქციური აქტივობის დაქვეითებაზე, თუმცა დაკვირვების მოგვიანებით პერიოდებში შეიმჩნევა მორფოფუნქციური რეგენერაციის პროცესებიც. ჩვენს მიერ შესწავლილ უჯრედთა შორის ვაგოტომიის მიმართ ყველაზე მდგრადია დამატებითი უჯრედები.

      

 

ლიტერატურის სია

 

 

ВЛИЯНИЕ ВАГОТОМИИ  НА КЛЕТКИ
СЛИЗИСТОЙ ОБОЛОЧКИ ЖЕЛУДКА.

Сулхан Кемоклидзе

Тбилисский Государственный медицинский университет

 

 

 

 

 

The Influence of Vagotomy on Gastric Mucosa Cells.

Sulkhan Kemoklidze M.D.; Ph.D.

Tbilisi State Medical University

 

 

 

 

 

 

 

 

             |   დასაწყისი   Top    |    მთავარი  Home    |      შრომათა სია  List    |      კონტაქტი  Contact

 

 

Last updated 29/03/04 ბოლოს განახლდა

Badri Kobalava © 2004 ბადრი ქობალავა