ႮႠႠႲႠ ႢႳႢႳႸႥႨႪႨ                                  Paata Gugushvili

vol3-p3

Home
Biobibliography
Institutions
Posthumous
Vol.1, 1930-1936
Vol 3, 1939-1943
Vol 11, 1975-197
Vol A, 1930-1936
Editorial
Editorial Comments
Search

Georgian Font

 

III.1939

ÂÅ.

 

მამაჩემს

მეგონა იყავ სხვა ძვლისა და ხორცისაგან გაკეთებული

და ფოლადივით დაუდრეკელ-გაკაჟებული;

იყავ სხვა სისხლის - წინაპართა ცეცხლით გზნებული

და ჩაუქრობელ მტკიცე რწმენას აყოლებული;

იყავ 'ძველ დროის' მოციქული ამხედრებული

და ისე მოკვდი, როგორც კერპი აფეთქებული!

1939 თებერვალი

 

ყველას ეგონა ვარ უზრუნველი და ბედდამტკბარი დავიარები,

ვარ კმაყოფილი და სატრფოს მკერდზე ულევ განცხრომას ვეზიარები!

ვერ ვინ ხედავდა, ვერ ვინ ხვდებოდა - რაოდენ მწვავდნენ გულს იარები...

გრძნობით, გულისთქმით მუდამ ვფიქრობდი: 'ვისთან ხარ ახლა, სად იარები'?

1939.II.7

 

 

BPG

Copyright © BPG 2000, All rights reserved. This material may not be published, broadcast, rewritten or redistributed.

ამ მასალის გამოქვეყნება, გადაცემა, გადაწერა ან სხვა გზით გავრცელება დაუშვებელია